აფიშა

6
აპრილი
დასაწყისი
19:00

წელიწადის ოთხი დრო


სცენა: რუსთაველის თეატრი, მცირე სცენა
ბილეთები: რუსთაველის თეატრის სალაროები
წარმოდგენის შესახებ

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი

მაყურებლის ასაკი: 4 წლიდან

სცენარის ავტორი და რეჟისორი: გელა კანდელაკი

კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე

ახმოვანებენ: ეკა კვალიაშვილი, მალხაზ კუხიანიძე, ვახტანგ კომახიძე

სიმღერას ასრულებენ: კახი კავსაძე, კოტე, ნინო და თამარ ჟვანიები

სპექტაკლის პრემიერა 1991 წელს შედგა საფრანგეთში

სპექტაკლის პირველ, ძირითად ნაწილში მოთხრობილია დათვის ბელის ამბავი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები დაინახავენ საკუთარ თავს, ხოლო დიდები გაიხსენებენ ბავშვობას, სამყაროს შემეცნების პერიოდს.

სპექტაკლის მეორე, მცირე ნაწილში დათვის ბელი პერსონაჟებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერას `ცა ლაჟვარდი~ და ამით ემშვიდობება მაყურებლებს.

ნაწყვეტი სპექტაკლიდან