სიახლეები

ევროპის ფესტივალების ასოციაციამ “ნიქოზის” ფესტივალს – “EFFE Label 2017 – 2018” ხარისხი მიანიჭა

“ნიქოზის” ანიმაციური ფესტივალის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპის ფესტივალების ასოციაციამ “ნიქოზის” ფესტივალს – “EFFE Label 2017 – 2018” ხარისხი მიანიჭა. საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი “ნიქოზი” EFFE-ს ხარისხის მისაღებად შეირჩა, გადაწყვეტილება საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო.

საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალი “ნიქოზი” EFFE-ის ფესტივალის საზოგადოების ნაწილი გახდა. ფესტივალების ასოციაცია, შედგება ფესტივალებისგან, რომლებიც მხატვრულ ხარისხზე დგანან და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვნ გავლენას ახდენენ.

“ნიქოზის” ფესტივალმა მსგავსი შეფასებები მიიღო:
“ფესტივალი უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანია. იგი პასუხობს ხელოვნებისა და სამოქალაქო ინტერესებს. ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს”.

“ნიქოზის” ფესტივალი მალე გამოჩნდება EFFE ვებსაიტზე. ჩვენი ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახდება: ფესტივალის აუდიტორია, მხატვრები, მხატვრული ორგანიზაციები, ანსამბლები, ორკესტრები, თეატრი და საცეკვაო გუნდები, ხელისუფლება, სპონსორები, კერძო კომპანიები და მედია.

ევროპის ფესტივალების ასოციაციის მიერ “ნიქოზის” ფესტივალსითვის – “EFFE Label 2017 – 2018” ხარისხი მინიჭება ოფიციალურად EFFE-ის შეხვედრის დროს, გერმანიაში, ვისბადენიში 4 მაისს გამოცხადდება.

“ნიქოზის” საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალს მინიჭებულ ხარისხს EFA-ს პრეზიდენტი დარკო ბრელკი და ჯონათან მილსი EFFE-ის პრეზიდენტი ულოცავენ