სიახლეები

ბუდრუგანა ლიტვას დაბადება

27 მაისს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ხელის ჩრდილების ლიტვური თეატრის “ბუდრუგანა-ლიტვას” დაარსების პრეზენტაცია შედგება. ლიტვური დასი 2 წლის განმავლობაში რეჟისორ გელა კანდელაკთან ჩრდილების თეატრის ხელოვნებას, სამსახიობო ოსტატობასა და დრამატურგიის საფუძვლებს სწავლობდა.

ლიტველები მაყურებლის წინაშე წარმოადგენენ “ბუდრუგანა გაგრას” სპექტაკლს “წელიწადის ოთხი დრო”.

“ბუდრუგანა-ლიტვას” პრეზენტაციას, ქართველ მაყურებელთან ერთად, ლიტვიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაცია დაესწრება.

27 მაისს “ბუდრუგანა გაგრას” სპექტაკლი “წელიწადის ოთხი დრო” 26 წლის გახდება

კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
რეჟისორი – გელა კანდელაკი

ხანგრძლივობა: 45 წუთი

27 მაისი, შაბათი, 19:00 სთ.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენა