სიახლეები

ჯილდო ლიტვის პრეზიდენტისგან

კინორეჟისორ, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრისსა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI-ს“ დამფუძნებელს გელა კანდელაკს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს.

გელა კანდელაკს წლების წინ ლიტვაში წასვლას და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ლიტვური ჩრდილების თეატრის შემქნას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართული დასთან მუშაობა გააგრძელა.
ამის შემდეგ ლიტველი შეგირდები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.

2017 წლის 27 მაისს, მთელს მსოფლიოში უნიკალური, ქართული, ხელის ჩრდილების თეატრი, საერთაშორისო ბრენდი გახდა: შეიქმნა შვილობილი ბრენდი „ბუდრუგანა-ლიტვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში ითამაშეს. ლიტვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების წარმატებით ჩვენება.

გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.