Actors

Mariam Kapanadze

მასმედიის და მედიაკომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტი (მასკის ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე, კინორეჟისორი (აკაკი შანშიაშვილის სახელოსნო) – 2009-2012

2013 წელს ვმუშაობდი საკუთარ პროექტზე დოკუმენტურ-მახტრულ ფილმზე. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ დასამაონტაჟებლად მირჩიეს პაატა შენგელია „სტუდია კვალი“. პაატა ძალიან დამეხმარა ჰონორარზეც კი უარი თქვა ისე გამიწია დახმარება. მუშაობის პროცესში დავმეგობრდით.

ერთ დღესაც მითხრა ხომ არ ცდიდი თავს ჩრდილების თეატრშიო. პაატას მანამდე ჩემთვის ნათქვამი ქონდა ჩრდილების თეატრის შესახებ მე, სამწუხაროდ, ამ თეატრათან დაკავშირებით, არაფერი ვიცოდი. როცა ამიხსნა და მაჩვენა როგორ აკეთბდნენ ჩრდილებით ფიგურებს გავოცდი. ვერ მივხდი ხელებით როგორ კეთდებოდა, დაუჯერებელი იყო. გამიკვირდა, გამიხარდა და მაშინვე გამახსენდა ბავშვობა. დღის ბოლო. უშუქობა, მხოლოდ სანთლის შუქი. თამაშით დაღლილი, დაძინებისას საწოლში ჩაწოლილი, კარგად მოკალათებული ხელით კედელზე ძაღლის ჩრდილს ვაკეთბდი. ვთამაშობდი. მერე თამაშში ხელი მეღლებოდა და მალევე მიმეძინებოდა ხოლმე.

მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩრდილების თეატრში რამის გაკეთებას შევძლებდი ჩემი ხელებით და პაატას უარი ვუთხარი. მეტი აღარ გვისაუბრია. შემდეგ გასტრლი ინდონეზიაში ქონდათ. რომ ჩამოვიდა დავუბრუნდით ისევ ფილმის კეთებას და კიდევ ერთხელ მითხრა ხომ არ ცდიო და მაშინ კი დავთანხმდი, კარგი მოვალ-მეთქი.

2013 წლის 2 დეკემბერს ჩრდილების სარეპეტიციოში მივედი. კარები გაიღო და სიბნელეში თეთრი ეკრანი დავინახე. ვხედავდი როგორ შემოდიოდა ეკრანზე გველის შავი ლაქა. გავოცდი. ვერ გავიგე სად მოვხვდი. გაოგნებული ვუყურებდი ეკრანს. უეცრად შეწყდა რეპეტიცია, შუქები აინთო და თეჯირიდან მეჩრდილეები სათითაოდ გამოვიდნენ… ერთმანეთი გავიცანით. მერე ხელი შემიმოწემეს. მითხრეს, კარგი გრძელი თითები გაქვსო. გამიხარდა. თავიდან სულ ხელები მიკანკალებდა, ვნერვიულობდი, ვიღლებოდი. ეხლაც რაც არ უნდა თავდაჯერუბლი ვიყო მაინც ვღელავ. ვერ ვიშორებ ღელვას. მერე რეჟისორი გელა კანდელაკიც მოვიდა, სეზონის გახსნისთვის ემზადებოდნენ სპექტაკლით „რა საოცარი დღეა”. გელამ და მე ერთმანეთი გავიცანით და შემოწმებაც დაიწყო. უცებ შუა ჩვენებისას გელამ ხმამღლა დაიყვირა რამდენჯერმე „მეტი, მეტი, ტემპი არ ვარგა“ გული გამისკდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი გასაგები გახდა და დღემდე ესე გრძელდება.

„წელიწადის ოთხ დროში“ ყვავილები და პირველი ტალღა ვარ. „რა საოცარია დღეა“ ობობა, წყალი, გველის ტანის ერთ-ერთი ნაწილი, მასიურ ეპიზოდებში მაგ: ტყე და. ა. შ. ბახის ნაწარმოებში ჯერ ორკესტრი შემდეგ გუნდის არია – “სად არის ჩემი იესო”.
სასიამოვნოდ რთულია მეჩრდილეობა.

ჩრდილების თეატრი ჩემთვის უსასრულობაში მოგზაურობის საშუალობაა. ცნობიერებას გაცდენილი არამატერიალური ჯადოსნური სამყარო, რომელსაც ერთი სახე არსდროს აქვს, სულ ცვილილებაშია. როცა გგონია იპოვე კარგავ და როცა კარგავ, კიდევ უფრო მეტს პოულობ. გრძნობ, რომ ეს ჯადოსნური სამყარო შენს ხელშია, შენც მის ხელში ხარ და იმაც გრძნობ, რომ მარადიული არაა. ჩრდილების თეატრში მთვარი არაა ხელს რისი გაკეთება შეუძლია, მთავარი ისაა, თუ რაზე გაფიქრებს ჩრდილით შექმნილი სამყარო.

ჩრდილების გარდა მიყვარს ხატვა, ფოტოების გადაღება, სიმღერა, კითხვა, მოგზაურობა, კულინარია.
ჩემი ოცნებაც საოპერო მომღერალობაა (კარმენის როლი)
მინდა, რომ ახალგაზრდა კინორეჟისორებისთვის მეტი ხელშეწყობა და განვითარების საშუალება იყოს
ერთერთი მიზანი კინოს უკავშირდება, გადავიღო ბერლინალეს ოქროს დათვის პრიზორი ფილმი.

ჩრდილებში კი ძირითადად, ყვავილები და პირველი ტალღა ვარ.

25 წლის.