Actors

Elene Zubashvili

ანიმატორი, ჩრდილების მსახიობი. ჩრდილებში ვაკეთებ ნავს, წყალს, კიბორჩხალას. მიყვარს მუსიკა და განმარტოება, ჩემი შვილის გვერდით და ხელის ჩრდილების თეატრში ყოფნა. ჩრდილების კეთებას რომ ვიწყებ ყველანაირი პრობლემა მავიწყდება. ჩრდილებს თითქოს სხვა სამყაროში გადავყავარ. ეს კარგად მხდის და ძალიან მაბედნიერებს… “ბუდრუგა გაგრა” ჩემთვის თეატრზე და სამხსახურზე ბევრად მეტია.

როდესაც სცენაზე გამოვდივარ და ხალხის ბედნიერ და გაღიმებულ სახეებს ვხედავ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვარ და როგორი სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ თეატრში დავბრუნდი… ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ნაყოფიერი წლებია…

ელენე ზუბაშვილი – ცხინვალიდან